"2008 წლის აგვისტოში საქართველოს მშვიდობის იძულების ქმედებები განხორციელდა მოქალაქეების დასაცავად" – მედვედევი "2008 წლის აგვისტოში საქართველოს მშვიდობის იძულების ქმედებები განხორციელდა მოქალაქეების დასაცავად" – მედვედევი /> "/> " />


  15:04:34     08-08-2022

"2008 წლის აგვისტოში საქართველოს მშვიდობის იძულების ქმედებები განხორციელდა მოქალაქეების დასაცავად" – მედვედევი

1659956968o.jpg

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აგვისტოს ომს ეხმაურება და მას "მშვიდობის იძულების ქმედებების განხორციელებას" უწოდებს და ამის მიზეზად მოქალაქეების დაცვის აუცილებლობას ასახელებს:

ის წერს, რომ ამავდროულად ეს იყო აშშ–სა და ნატო–სთვის სიგნალი:

"2008 წლის აგვისტოში საქართველოს მშვიდობის იძულების ქმედებები განხორციელდა მოქალაქეების დასაცავად.

ამავე დროს ეს იყო სიგნალი აშშ-სა და ნატო-სთვის რუსეთის შეშფოთების გათვალისწინების აუცილებლობის შესახებ.

სიტუაცია კავკასიაში შეიცვალა. მაგრამ აშშ-მ და ნატო-მ ვერ გაიგეს და ვერ მიხვდნენ. განაგრძეს თავიანთი უკიდურესად საშიში კურსი.

2022 წელს უფრო მკაცრი პასუხის გაცემა მოგვიწია. ახლა მთელი მსოფლიო შეუქცევად შეიცვალა..." - წერს მედვედევი. 

14 წელი გავიდა რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებული სამხედრო თავდასხმიდან და ომიდან, რომელიც რუსეთმა 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო. 


ავტორი: presa.ge